პენტაგონი $2 მილიარდის ღირებულების უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს
Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს პენტაგონი გამოაცხადებს, რომ უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მის რაკეტების, ასევე აშშ შეისყიდის GEM-T-ის და PAC-3-ის რაკეტებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ განცხადება იმ დროს კეთდება, როდესაც უკრაინამ ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ კონტრშეტევა დაიწყო.