პენტაგონი: წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა, „ამერიკის ხმის“ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გაგრძელდება. 

“ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა“ - განაცხადა რაიდერმა.

პენტაგონის პრესსპიკერის თქმით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი“ 2024-ის გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი.

„წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან” - თქვა პატრიკ რაიდერმა.

პენტაგონის პრესსპიკერის ადრინდელი განმარტებით „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადების გარდა არცერთი ქართულ-ამერიკული პროგრამა არ გაუქმებულა ან შეჩერებულა.

კონტექსტი 

მიუხედავად აშშ-, ევროპის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა და რჩევებისა, არ მიეღო საქართველოს მთავრობასაგენტების კანონო”, რომელიც  მრავალმხრივი პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა, 14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღორუსული კანონი”. დასავლელი პარტნიორები მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებსა და შეცვლილ რიტორიკას საპასუხო ნაბიჯებით უპასუხეს

5 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი ყოველწლიური, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნებიღირსეული პარტნიორიგანუსაზღვრელი დროით გადადო. პენტაგონის ოფიცალური განცხადების თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ. ცრუ ბრალდებებში იგულისხმება ის ნარატივი, რომლის თანახმადაც, თითქოს, აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მა, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩარა. ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.

10 ივლისს, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა საკვირველად შეცვლილია და მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეიცვალა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. გერმანიის ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებენ. 

 

მსგავსი სიახლეები