პესკოვმა სუროვიკინის სავარაუდო დაკავებაზე კითხვას არ უპასუხა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილის, სერგეი სუროვიკინის დაკავების შესახებ ცნობაზე კომენტარი არ გააკეთა.
ამ ინფორმაციას რადიო МАЯК 29 ივნისს ავრცელებს.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ახსნას სუროვიკინის მდგომარეობა.
"არა, სამწუხაროდ არა. გირჩევთ მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს, ეს სამინისტროს პრეროგატივაა," - განაცხადა პესკოვმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, სად იმყოფება ახლა სუროვიკინი, ენდობა თუ არა მას პუტინი და დადასტურებულია თუ არა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, პესკოვმა თქვა, რომ მას "დასამატებელი არაფერი აქვს."
28 ივნისს, The Moscow Times-მა დაწერა, რომ პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხის საქმეზე სუროვიკინი დაპატიმრებულია. გამოცემის ცნობით, სუროვიკინი ამ დროისთვის ლეფორტოვოს საპატიმროში იმყოფება.