პირველად ბოლო თვეებში ამერიკაში ნიღბების გაყიდვა 24%-ით გაიზარდა
ამერიკაში რამდენიმე კვირის კლების შემდეგ ნიღბების გაყიდვა 24%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Adobe Digital Economy Index აქვეყნებს.
კომპანიამ აღმოაჩინა, რომ 21-27 ივლისს ნიღბების გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა.
ეს მაისის ბოლოდან გაყიდვების ზრდის პირველი შემთხვევაა.
პირბადეების გაყიდვით მიღებული შემოსავალი თვეების განმავლობაში მცირდებოდა. NielsenIQ-ს ინფორმაციით, ნიღბების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა აპრილში 101 მილიონი დოლარი შეადგინა, ივლისის დასაწყისში კი - 37.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების ფონზე მოქალაქეებს დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების რეკომენდაცია მისცა.