მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 5 მილიონზე მეტი პირი გარდაიცვალა.

COVID-19-ით პირველი გარდაცვლილი 2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღირიცხა.

პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ გარდაცვალების სტატისტიკაში პირველი ადგილი აშშ-ს უჭირავს 745 836 დაღუპულით. ამერიკას 607 824 გარდაცვლილით ბრაზილია მოსდევს.

სხვადასხვა დათვლით, გარდაცვლილების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს.

სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 250 მილიონი შემთხვევა აღირიცხა.

„ყოველ კვირას ვირუსით 50 000-მდე ადამიანი იღუპება - პანდემიის დასრულებისგან კიდევ ძალიან შორს ვართ“ - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედრო ადანომ გებრეისუსმა.

მსგავსი სიახლეები