პირველად ისტორიაში თანამდებობიდან გადააყენეს აშშ-ის კონგრესის სპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა ქვედა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ თანამდებობა დაკარგა. მაკარტის გადაყენების ინიციატივა მისი თანაპარტიელებს, რესპუბლიკური პარტიის ულტრამემარჯვენე წევრებს ეკუთვნოდათ. 

რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელები ყოფილ სპიკერს დემოკრატებთან თანამშრომლობასა და უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციასთან საიდუმლო შეთანხმებაში ადანაშაულებდნენ. 

ეს აშშ-ს ისტორიაში კონგრესის სპიკერის გადაყენების პირველი შემთხვევა - აქამდე ბოლო მცდელობა 1910 წელს იყო, თუმცა მაშინ ინიციატივა ხმათა უკმარისობის გამო ჩავარდა. 

კონტექსტი

მაკკარტის გადაყენებას სულ 218 კონგრესმენმა დაუჭირა - 210 დემოკრატმა და 8 რესპუბლიკელმა, წინააღმდეგ წავიდა 210 კონგრესმენი. 

მაკკარტის გადაყენების პროცედურის ინიციატორი ფლორიდელი კონგრესმენი მეტ გეტსი გახდა, მიზეზად კი დემოკრატების ხმების დახმარებით მიღებული დროებითი ბიუჯეტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში არ შედიოდა უკრაინის დახმარების თანხა გეტსი მაკარტის ბაიდენის ადმინისტრაციასთან "საიდუმლო შეთანხმებაში" ადანაშაულებდა. 

რთული იყო მაკკარტის გზა სპიკერობამდეც - მისი კანდიდატურა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ აგროვებდა საკმარის ხმებს და საბოლოოდ 15-ე კენჭისყრაზე აირჩიეს. სპიკერის პოსტს მიღება მაკკარტი თავისი პარტიის რადიკალურ წევრებთან დათმობის ხარჯზე მიიღო. 

შეთანხმება ითვალისწინებდა სპიკერის გადაყენების (Motion to vacate) გამარტივებულ პროცედურას, რომლის ჩაშვებისთვისაც 1 კონგრესმენის პოზიციაც იქნებოდა საკმარისი. გასული 9 თვის განმავლობაში აღნიშნული მექანიზმი რადიკალური ფრთის ხელში მაკკარტიზე ზეწოლის ეფექტური ბერკეტი იყო. 

რაც შეეხება უკრაინას - ცნობილია მაკკარტი არ ეწინააღმდეგობოდა უკრაინის დახმარებას, თუმცა ადმინისტრაციისგან გამჭვირვალობისა და პირობითობის მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვდა. 

ახალი სპიკერის არჩევამდე მის მოვალეობას მაკკარტის ფრთის წარმომადგენელი, პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს. პალატაში კი ახალი სპიკერის არჩევის პროცესი იწყება. შეუძლებელია იმის თქმა თუ რა დრო დაჭირდება კონგრესს ახალი სპიკერის ასარჩევად - რესპუბლიკელებს პალატაში მცირე უმრავლესობა აქვთ და 5 კონგრესმენის წინააღმდეგობაც საკმარისია კანდიდატურის ჩასაგდებად. 

თავის მხრივ ბაიდენის ადმინისტრაცია მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება - გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ბაიდენის გუნდი უკვე მუშაობს ახალ შეთახნმებაზე კონგრესთან. 

ამ დროისთვის აშშ-ს უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი დაფინანსების ნაშთი 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თეთრი სახლის ცნობით მომდევნო 2 თვეში საკმარისი თანხაა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მ ჯამურად უკრაინას 45 მილიარდი დოლარის მოცულებულის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. 

 

 

მსგავსი სიახლეები