პოპულისტი ვილდერსი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს

გასული წლის ნოემბერში საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვების მიუხედავად, ხეერტ ვილდერსმა გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს. 

ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა. 

"ჩემი პრემიერობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ კი კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დაუჭერდა მხარს ჩემს კანდიდატურას. ეს არ მოხდა",- წერს ვილდერსი. 

კონტექსტი 

ვილდერსის პარტიამ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის მას სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდებოდა. 

სამთავრობო კოალიციის ფორმირების საკითხზე პარტიებს შორის მოლაპარაკაბები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ საკითხზე საპარლამენტო დებატები 15 მარტს გაიმართება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეები ე.წ. უმცირესობის მთავრობის ფორმირებაზე ფიქრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული 4 პარტიის ლიდერები უარს ამბობენ მინისტრის პოსტებზე. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა პრემიერობის კომპრომისული კანდიდატი. 

საყურადღებოა, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც პრემიერი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი არ იყო ნიდერლანდებში 1980 წელს დაფიქსირდა. 

 

მსგავსი სიახლეები