პრაღაში ანტისამთავრობო აქცია ჩატარდა

16 აპრილს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პრაღის ცენტრში და ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. ისინი ხელისუფლებას უკრაინაზე ფოკუსირებაში და შიდა ეკონომიკური პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

AFP წერს, რონ დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას, ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოდან გასვლისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვდნენ. 

მომიტინგეებმა მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა საკვებისა და ენერგეტიკაზე ფასების ზრდის გამო გააკრიტიკეს. მარტში ჩეხეთში ინფლაციამ 15%-ს მიაღწია.

dpa-ს ცნობით, ადგილზე 200-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, რათა უკრაინის მარდამჭერი კონტრაქციის მონაწილეებთან შეტაკებები თავიდან აეცილებინათ.

აქცია დევიზით "ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ" არასაპარლამენტო პარტია PRO-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ჩეხეთი უკვე ერთი წელია რეკორდულ ინფლაციას ებრძვის, რაც ძირითადად ენერგორესურსების მაღალი ფასებით არის გამოწვეული.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფიალას მთავრობამ კიევს მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

მსგავსი სიახლეები