პრიგოჟინი: 25 000 ვართ, 'ბეზპრიძელი' უნდა დავასრულოთ, ვისაც გინდათ შემოგვიერთდით

ვაგნერის დამფუძნებელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ მორიგ მუქარას ავრცელებს. 

პრიგოჟინის თქმით, შოიგუ ცოტა ხნის წინ როსტოვში იმყოფებოდა, საიდანაც კოორდინირებდა ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმებს. ვაგნერის დაფმუძნებელი ამბობს, რომ შოიგუ ცოტა ხნის წინ როსტოვიდან "ლაჩლურად გაიქცა."

"ეს საქონელი უნდა შევაჩეროთ",- ამბობს პრიგოჟინი შოიგუზე. 

"ჩვენ 25 ათასი ვართ და ჩვენ მოვდივართ, რომ გავერკვეთ რატომ არის ქვეყანაში 'ბეზპრიძელი'. 25 ათასი ადამიანი პასუხს ელოდება, როგორც ტაქტიკური რეზერვები, ხოლო სტრატეგიული რეზერვი მთელი არმია და მთელი ქვეყანაა. ვისაც გინდათ შემოგვიერთდით, ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ",- ამბობს ევგენი პრიგოჟინი. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ

მსგავსი სიახლეები