პრიგოჟნმა და კადიროვმა სუროვიკინს ხერსონიდან გასვლის ბრძანება მოუწონეს
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, ხერსონიდან გასვლით, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ და პირადად გენერალმა სუროვიკინმა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის აწონვის შემდეგ, გენერალმა სუროვიკინმა მიიღო რთული, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთა, რომელიც უაზრო მსხვერპლსა და ჯარისკაცების შეუფასებელი სიცოცხლეების გადარჩენას შორის მდგომაროებდა",- წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერს მხარი აუბა მისმა ახალმა პარტნიორმა, ЧВК ВАГНЕР-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა.
"სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარები უნდა გამოიყვანოს და გადაარჩინოს ათასობით ჯარისკაცი, რომლებიც პრაქტიკულად ალყაში არიან და სრულად მოწყდნენ მომარაგების ხაზებს.
სუროვიკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის მარტივი, მაგრამ ის ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას",- წერს პრიგოჟინი.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა - დაიწყეთ ჯარების გაყვანა და მიიღეთ ყველა ზომა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უსაფრთხოდ გადასროლისთვის დნეპრის მეორე მხარეს".
აღნიშნული ბრძანება შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარების გაყვანა ქალაქიდან უახლოეს მომავალში დაიწყება.