Проект: რუსული ავიაკომპანიები გაუმართავი თვითმფრინავებით დაფრინავენ

რუსულმა ავიაკომპანიებმა ტექნიკურად გაუმართავი თვითფმრინავებით დაიწყეს ფრენა, საუბარია ისეთი ტიპის დარღვევებზე, რომელთა ქონის შემთხვევაშიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თვითმფრინავებს აფრენის უფლებას არ აძლევდნენ. 

ამის შესახებ პლატფორმა Проект-ის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი. 

ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების გაუარესების ნიშნად ჟურნალისტები ბორგამცილებლებისთვის მიცემულ დირექტივას ასახელებენ. მასალაში ნათქვამია, რომ ბორტგამცილებლებს აეკრძალათ ტექნიკური გაუმართოებების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში, ხომალდის მეთაურთან შეთანხმების გარეშე. 

ამგვარი დამოკიდებულების ფონზე რუსეთის გამოჩნდა თვითმფრინავები სერიოზული ტექნიკური გაუმართაობებით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ჟურნალისტები დუბაი-მოსკოვის ფრენას ასახელებენ. წყაროს ცნობით, თვითმფრინავმა ფრენა ჟანგბადის ბალონების უკმარისობის პირობებში შეასრულა. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი საავიაციო სექტორს მასშტაბური სანქციები დაუწესდა ქვეყანაში გავრცელდა ე.წ. თვითმფრინავების კანიბალიზაციის შემთხვევები. ეს არის მოცემულობა, როდესაც მაკომპლექტებლებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობის ფონზე, ნაწილებად შლიან რამდენიმე თვითმფრინავს, ხოლო მათ სხვადასხვა ნაწილებს, რომელიმე სხვა ბორტისთვის იყენებენ. 

Проект-ის ანგარიშით, ყოველი მეათე რუსული ბორტს ბოლო 3 თვის განმავლობაში არ უფრენია. სავარაუდოა, რომ მათი ნაწილი სათადარიგო ნაწილებად გამოიყენეს. 

კანიბალიზაციის დიდი მასშტაბის მიუხედავად უცხოეთიდან სათადარიგო ნაწილების შემოტანა მაინც საჭიროა. 2022 წლის მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიები თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს იღებდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიორებიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან. აღსანიშნავია, რომ ამ სათადარიგო ნაწილების უმრავლესობა უკვე მეორადი მოხმარების იყო. 

სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პარნტიორი ამ სფეროში ირანი გახდა - მიმდინარე წლის აპრილში Аерофлот-მა პირველად გაგზავნა თვითმფრინავი ირანში ტექნიკური მომსახურების მისაღებად. თავის მხრივ ირანს საავიაციო სანქციების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რის ფონზეც ირანში ფრენა სტატისტიკურად საგრძნობლად უფრო საშიშია, ვიდრე ქვეყნების უმეტესობაში. 

გარდა ამისა, Проект-ის ცნობით, გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა რუსული წარმოების Cухои Суперджет-თან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა. 

Аерофлот-ის შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მასალაში ნათქვამია, რომ ინციდენტების რაოდენობა გასულ წელს დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი. თუ კი 2021 წელს Cухои Суперджет-თან დაკავშირებით სულ 68 ინციდენტი გამოვლინდა, 2022 წელს უკვე 85 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კონტექსტი 

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები. უკვე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ფრენის ლიცენზია მიიღო პირველმა რუსულმა ავიაკომპანიამ. ვრცელდება ცნობები, რომ უკვე იყიდება პირდაპირი ფრენის ბილეთებიც. 

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების თქმით, საქართველო არ მოემსახურება სანქცირებულ თვითმფრინავებს, ასეთი კი რუსეთის ავიაპარკის თითქმის 95%-ია. 

არასანქცირებული თვითმფრინავების უდიდეს ნაწილს კი სწორედ Cухои Суперджет-ის ბორტები წარმოადგენს. 

 

მსგავსი სიახლეები