პუტინი: რუსთში 318 ათასი ადამიანია მობილიზებულია და მოხალისეებიც მოდიან
4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში 318 000 ადამიანია მობილიზებული. ამის შესახებ მან წითელ მოედანზე კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის ძეგლთან ყვავილების მიტანის დროს განაცხადა. ინფორმაციას პროპაგანდისტული გამოცემა "РИА Новости" ავრცელებს.
"ჩვენ უკვე გვყავს 318 000 მობილიზებული, რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ 318 000 მობილიზებულიდან 49 000 საბრძოლო ზონაშია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ 87 000 მობილიზებული სამხედრო გაგზავნეს საბრძოლო ზონებში.
რატომ არის ასეთი სხვაობა თავდაცვის მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ციფრებს შორის, უცნობია.