პუტინის მრჩეველი: ჩვენი პოზიციაა, რომ ზავი უკრაინას ამოსუნთქვისთვის სჭირდება

საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში დელეგაციის წევრის, იური უშაკოვი ამბობს, რომ კრემლი დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ 30-დღიან ზავს მიიჩნევს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის და გადაიარაღების მცდელობად. 

State of Play: "უკრიანის არმია რთულ ვითარებაში არიან, ჩვენი არმია წინ მიიწევს ყველა მიმართულებით. ასეთ სიტუაციაშია ეს (რედ. ცეცხლის შეწყვეტა) შეიძლება მივიჩნიოთ მცდელობად მისცენ უკრაინელებს გადაჯგუფების და გადაიარაღების საშუალება. ჩვენი პოზიციები კარგად არის ნაცნობი და ჩვენ ამის შესახებ ამერიკელებსაც შევატყობინეთ",- ამბობს უშაკოვი. 

  • იური უშაკოვი იყო რუსეთის პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც მანამდე, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინული დელეგაცია დაეთანხმა.


  • მოგვიანებით უშაკოვს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ მისი კომენტარი მხოლოდ მის პოზიციას ასახავდა და საბოლოო სიტყვა ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდა.

Big Picture: იმავე დღეს, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპის წინადადებას გამოეხმაურა, თავად ვლადიმირ პუტინიც. 

  • პუტინის თქმით, ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა არსებობს ნიუანსებიც

  • პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

  • პუტინის განცხადებას ტრამპმა იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა

Context: 13 მარტს, 8-საათიანი ლოდინის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა მიიღო დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. 


  • უიტკოფის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებები პუტინთან პროდუქტიული იყო და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ეს საშინელი ომი მალე დასრულდება. 
  • ცოტა ხნის ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა თავად უიტკოფმაც - მისი თქმით, შეხვედრა 3-4 საათი გაგრძელდა, "დისტანცია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მცირდება" და ასევე, განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მომდევნო კვირას შედგება. 

     

Go deeper: რუსეთის შესაძლო მოთხოვნები უკრაინის მთავრობის სრულ დემონტაჟს მოიცავს

 

მსგავსი სიახლეები