ქაბულის შიიტურ სკოლაში აფეთქებამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა
19 აპრილს ქაბულის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარმა აფეთქებამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, თერთმეტი კი დაშავდა.
ორი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის შიიტურ უბანში მოხდა, სადაც ძირითადად ეთნიკური ჰაზარები ცხოვრობენ.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მანამდე ჰაზარების უბანი ისლამური სახელმწიფოს ავღანური განშტოების სამიზნე რამდენჯერმე გახდა.
გასულ წელს ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ისლამურმა სახელმწიფომ ავღანეთში თავდასხმები გაახშირა.