რაინეარის დირექტორი: ბელარუსის სახელმწიფომ ადამიანები გაიტაცა

“რაინეარის” ავიახაზების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლერიმ განაცხადა, რომ კომპანიის თვითმფრინავის იძულებითი დასმა იყო “სახელმწიფოს მიერ ადამიანების გატაცება”.

“მე ბევრი არაფერი შემიძლია ვთქვა, რადგან ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები მუშაობენ. ჩვენ ვუთხარით თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომ ფენომენალური სამუშაო გასწიეს. მათ 6 საათში ბორტზე მყოფების უმრავლესობა მინსკიდან გაიყვანეს.”

ო’ლერის თქმით, ინციდენტი “ძალიან საშიში იყო” მგზავრებისთვის და ეკიპაჟისთვის, რადგან შეიარაღებული პოლიციელები თვითმფრინავში შეიჭრნენ და მათ ჩანთებს ჩხრეკდნენ.

ასევე, მან აღნიშნა: “როგორც ჩანს სამართალდამცავების განზრახვა იყო ჟურნალისტის გაყვანა. ჩვენ გვჯერა, რომ იქ იყვნენ KGB-ს აგენტებიც.”

---------------------------------------------

ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავების მიზნით "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 

რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები