რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დააანონსა, რომ შეერთებული შტატებისგან უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ მან უკრაინის მედია ცენტრის ოდესის ფილიალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს, როცა ამერიკა გაიღვიძებს, ჩვენ ამერიკისგან მოვისმენთ განცხადებას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი. ჩვენ მოვისმენთ სასიხარულო ამბებს. მე ინფორმაცია უკვე მაქვს, მაგრამ ჩვენ დაველოდებით განცხადებას", - თქვა რეზნიკოვმა.
24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18.5 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.