რუსეთში ფრანგულ შამპანურებს სახელწოდება შამპანურის გამოყენება აუკრძალეს
ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ალკოჰოლური სასმელების რეგულირების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონი აზუსტებს და აწესებს ახალ მოთხოვნებს სხვადასხვა სახის ღვინოებისთვის.
კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სხვადასხვა ღვინოების მათ შორის, გეოგრაფიული ადგილწარმოშობით დაცული საერთაშორისო სახელწოდებების მინიჭება არა საერთაშორისო ნორმებით, არამედ რუსეთის კლასიფიკაციის სისტემით მოხდება.
ამგვარად სახელწოდება "შამპანურის" გამოყენების უფლება მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეეძლებათ, რომელიც პროდუქციას რუსეთში აწარმოებენ. შესაბამისად სახელწოდების გამოყენება ეკრძალებათ ფრანგულ კომპანიებს, რომლებსაც ამ სახელწოდებაზე უფლებებს ექსკლუზიურად ფლობენ.
საერთაშორისო ნორმებით, სახელწოდება შამპანურის გამოყენების უფლება აქვთ, მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც საფრანგეთის შამპანის რეგიონში აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას, მხოლოდ გარკვეული ყურძნის ჯიშებისა და ღვინის დაყენების გარკვეული ტექნოლოგიით.
კანონის ხელმოწერის შემდეგ, პრემიუმ ხარისხის სასმელების ერთ-ერთმა ყველა მსხვილმა მწარმოებელმა ფრანგულმა Moet Hennesy-მ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება შეაჩერა. სწორედ Moet Hennesy აწარმოებს ისეთ ცნობილ შამპანურებს როგორებიცაა Moet & Chandon, Veuve Clicquot და Dom Perignon.
ახალი კანონის მიხედვით, ფრანგულ კომპანიებს მოუწევთ ხელახლა გაიარონ სერტიფიკაცია თავისი და სახელწოდებად არა შამპანური, არამედ ცქრიალა ღვინო გამოიყენონ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამგვარი ნაბიჯებისთვის მზად არ არიან და ვითარების გარკვევამდე პროდუქციის მიწოდება შეაჩერეს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ყოველწლიურად რუსეთი დაახლოებით 50 მილიონ ლიტრ იმპორტულ ცქრიალა ღვინოს მოიხმარეს, აქედან 13% ფრანგულ შამპანურებზე მოდის.
Moet Hennesy-ის მიერ წარმოებული შამპანურის წილი დაახლოებით 2%-ს შეადგენს, რუსეთში კომპანიის პროდუქციას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მოიხმარს.