რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს - აშშ-ს დაზვერვა

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით მოკლე და საშუალო მოქმედების საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს ყიდულობს. ამის შესახებ 5 სექტემბერს The New York Times-მა აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გასაიდუმლოებულ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა. მსგავსი ინფორმაცია CNN-თან ინტერვიუში ამერიკელმა ანაონიმურმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ასახელებენ მიწოდების დეტალებს, მათ შორის რა სახის იარაღს გადასცემს ფხენიანი მოსკოვს, რა მოცულობით და რა ვადებში. თუმცა, ანონიმური ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, მოსალოდნელია, რომ მომავალში შესაძლოა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ტექნიკაც შეიძინოს.

ჩრდილოეთ კორეის აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ირანული შეტევითი დრონების პირველი პარტიების შეძენის შესახებ.

New York Times-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მიმართოს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს მის უნარზე, შეავსოს მარაგები უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიისთვის.

American Enterprise Institute-ის სამხედრო ექსპერტის ფრედერიკ კაგანის თქმით, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს, როგორც ჩანს, არ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს თუნდაც უმარტივესი სამხედრო ტექნიკა.

The New York Times ასევე აღნიშნავს, რომ ირანული და ჩრდილოეთ კორეიის შეაიარაღების შეძენა შესაძლოა რუსეთის იარაღის საკუთარი მარაგის ამოწურვის ნიშანი იყოს.

მსგავსი სიახლეები