რუსეთის გარეშე - საუდის არაბეთში უკრაინის სამიტი დაიწყო

საუდის არაბეთში სტარტი აიღო სამიტმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი დარეგულირების თემას ეძღვნება. სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი. 

სამიტის ორგანიზატორებმა შეხვედრაზე არ მიიწვეს რუსეთის წარმომადგენლები. რუსეთის ჩახსნა იმით იხსნება, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მიერ წამოყენებული მშვიდობის ფორმულა იქნება, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. 

უკრაინის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი კონფლიქტის შეწყვეტის ერთ-ერთ წინაპირობად 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე გადის. 

სამიტში მონაწილეობენ აშშ-ს, ჩინეთის,ინდოეთის, ბრაზილიის, ინდონეზიის, ეგვიპტის, ჩილეს, მექსიკის წარმომადგენლები. 

ქალაქ ჯიდაში მიმდინარე სამიტი კოპენჰაგენის სამიტის გაგრძელებაა - ივნისში დანიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის წარმომადგენლება ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ერთად პირველად განიხილის უკრაინის მიერ წარდგენილი მშვიდობის ფორმულა. 

სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არამარტივი, მაგრამ პროდუქტიული მოლაპარაკებების იმედი აქვს. 

თავის მხრივ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალში სახელმწიფოების ლიდერების დონეზე სამიტის ორგანიზების იმედი აქვს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები