რუსეთის მმართველი პარტია პუტინს დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას სთავაზობს

 

რუსეთის მმართველმა პარტიამ ედინაია როსიამ, დუმაში საგანგებო წესით დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან დსთ-ის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ვოლოდაცკი და მისი მოადგილე, არტიომ ტუროვი. 

თავდაპირველად, უკრაინის თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარების შესახებ კანონპროექტი რუსმა კომუნისტებმა დაარეგისტრირეს. 

მსგავსი სიახლეები