რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის მეთაური გამოაჩინა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიქტორ სოკოლოვი გამოაჩინა, რომლის მკვლელობის შესახებაც წინა დღეს უკრაინის სპეციალური ძალები იტყობინებოდნენ. 

ვიქტორ სოკოლოვი თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ვიდეო ჩართვით გამოჩნდა. სოკოლოვი ჩანს როგორც თათბირიდან გავრცელებულ ფოტოებზე, ასევე ვიდეოზეც. 

უკრაინულ უწყებებს სოკოლოვის გამოჩენის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაურვცელებიათ. 

კონტექსტი 

25 სექტემბერს უკრაინის სპეციალური ძალები იუწყებოდნენ, რომ ყირიმში, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 34 ოფიცერის გარდა სოკოლოვიც დაიღუპა. 

სოკოლოვის გარდაცვალების შესახებ პირველი ცნობები შეტევის დღესვე გავრცელდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა. 

უფრო ვრცლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები