რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი "პრაქტიკულად მზადაა" - Politico
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი "პრაქტიკულად მზად არის" და დიდი ალბათობით არ მოიცავს რუსული გაზის მილსადენებით იმპორტის აკრძალვას. ამის შესახებ Politico 16 მაისს, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"როგორც მე მოვისმინე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდება", - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
მან აღნიშნა, რომ რუსული გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულ ქვეყნებს "ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვთ."
მისი თქმით, სანქციების მე-11 პაკეტი "თითქმის მზად არის და ამ უზარმაზარი ღონისძიების შემოღება ამ დროისთვის არ იმუშავებს."
ევროკომისიამ Politico-ს უარი უთხრა მილსადენის გაზის სანქცირების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროკავშირს იმპორტირებული გაზის 40%-ზე მეტს აწვდიდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-მდე დაეცა.