რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი და სამედიცინო მასალები ჩააქვს
რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის პლაზმის მარაგები და სხვა სახის სამედიცინო მასალები ჩააქვს, რომელიც დაჭრილთა სამკურნალოდაა აუცილებელი.
ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში აშშ-ის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სისხლის მარაგების მობილიზება გადამწყვეტია იმის დასადგენად აპირებს თუ არა შეჭრას რუსეთი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში.
მანამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის მახლობლად სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფების გაგზავნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია Wall Street Journal-მა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გახდა ცნობილი ამერიკული დაზვერვისთვის რუსეთის მხრიდან სამედიცინო ქვედანაყოფების მობილიზაციის შესახებ, თუმცა ეს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მოხდა.
ამავდროულად, ევროპაში ამერიკული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ სისხლის მარაგების დაგროვება არ მოასწავებს თავდასხმის გარდაუვალობას, თუმცა ამის გარეშე სამხედრო ოპერაცია შეუძლებელი იქნებოდა.
ომი გარდაუვალი არ არის აშშ-ის თავდაცვის მდივნის აზრითაც, ამის შესახებ ლლოიდ ოსტინმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-მა 31 იანვარს უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის გადადება სურს რუსეთს.