რუსეთში Энгельс-ის ავიაბაზაზე მორიგი აფეთქებაა, დაღუპულია 3 რუსი სამხედრო
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთში, სარატოვის ოლქში მდებარე სტრატეგიული ავიაციის ბაზაზე, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.
აფეთქების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა, რაც მოგვიანებით, მხარის გუბერნატორმაც დაადასტურა.
გავრცელებულ ვიდოებზე ჩანს, აფეთქების მომენტი და ასევე ისმის საჰაერო განგაშის ხმა, ჯერჯერობით არ ვრცელდება ფოტოები უშუალოდ ავიაბაზის ტერიტორიიდან.
შემთხვევას, მოკლე დროშივე გამოეხმაურა სარატოვის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი, რომლის თქმითაც, გავრცელებულ ინფორმაციას ძალოვანი სტრუქტურები ამოწმებდნენ და ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობას, საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაბაზის მისადგომებთან, უკრაინის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამავე ცნობით, დრონის ნამსხვრევებმა, ბაზაზე, 3 რუსი სამხედრო იმსხვერპლა, თუმცა თვითმფრინავები არ დაზიანებულა.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
კონტექსტი
ეს ავიაბაზაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის - ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით 700 კილომეტრით დაშორებულ აეროდრომზე, რომელზეც რუსეთის სტრატეგიული და მძიმე ავიაციაა განლაგებული, პირველი აფეთქება 5 დეკემბერს მოხდა.
BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო კორესპონდენტის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენციის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხედროებისგან ვერ მიიღო გარანტია, რომ მსგავსი იერიში პირდაპირი ეთერის დროს არ განმეროდებოდა.