რუსული გაზის სანაცვლოდ - აშშ ბულგარეთს გაზს გაზპრომზე იაფად მიაწვდის
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსული წარმოების გაზის ჩანაცვლების შესახებ.
კამალა ჰარისის თქმით, ივნისიდან ბულგარეთი ამერიკული წარმოების თხევად გაზს მიიღებს.
პეტკოვი აშშ-ში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც შეხვდა, სავაურადოა, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემაც ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია იყო.
27 აპრილამდე ბულგარეთის გაზის მოხმარების დაახლოებით 90%-ს რუსული წარმოების აირი შეადგენდა, თუმცა ბულგარეთმა უარი თქვა რუსეთის ულტიმატუმზე გაზის საფასური რუსული ვალუტით გადაეხადათ.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს კრემლმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.