რუსეთში ლიკვიდირებულად გამოაცხადეს эхо москвы-ს რადიო სადგური
გაზპრომ მედიას დირექტორთა საბჭოს რადიო სადგურ эхо москвы-ს და ამავე ვებ-გვერდის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო სადგურის მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ სადგურის საქმიანობა უახლოეს საათებში შეწყდება.
წინა დღეებში რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, როსკომნადზორმა შეაჩერა რადიოს და ვებ-გვერდის მუშაობა, თუმცა კვლავ მუშაობდა სადგურის იუთუბ არხი.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ როსკომნადზორმა Google-ისგან მოითხოვა მისი ინტერნეტ მაღაზიიდან წაშალონ ოპოზიციური ტელეარც დოჟდის აპლიკაცია.