საფრანგეთში კორონავირუსის 208 000 დღიური ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

28 დეკემბერს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 208 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვისა და სოლიდარობის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.

3 დღით ადრე, 25 დეკემბერს ქვეყანაში ინფიცირების 100 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ასეთი სისწრაფით გავრცელების მიზეზი ომიკრონ ვარიანტია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ვერანმა ასევე განმარტა, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70% აუცრელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 8.9 მილიონი ადამიანი იყო ინფიცირებული და 120 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები