საიფ კადაფი ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

 

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, საიფ ალ-ისლამ კადაფის უთხრა. 

კადაფის კანდიდატად დასახელებას საერთაშორისო მედიის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

ის მუამარ კადაფის მმართველობისას ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაშია.

ლიბიელმა სამხედრო პროკურორებმა საარჩევნო კომისიას სთხოვეს კადაფი იქამდე არ დაარეგისტრირონ კანდიდატად, ვიდრე ბრალდებებს პასუხს არ გასცემს.

ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დასარეგისტრირებლად აპლიკაცია 60-მა ადამიანმა შეიტანა. 

ქალთა უფლებადამცველი ლეილა ბენ ხალიფა ერთადერთი ქალი კანდიდატია.

 

მსგავსი სიახლეები