სალივანი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე: ეს საკმარისი არ არის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებაზე.

ამ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

მისი თქმით, ეს პაკეტი ვერ ჩაანაცვლებს და არ უნდა დააყოვნოს ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება.

სალივანმა აღნიშნა, რომ ეს არის "დახმარება, რომელიც უკრაინას ესაჭიროება რუსეთის თავდასხმების საწინააღმდეგოდ და რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში და სხვა ნაწილებში გრძელდება."

მისი თქმით, ეს საბრძოლო მასალა უზრუნველყოფს უკრაინული იარაღის მოქმედებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ მოკლე დროში: "ეს სრულიად არასაკმარისია უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბრძოლის ველზე და ეს ხელს ვერ შეუშლის უკრაინას საბრძოლო მასალის ამოწურვას მომავალ კვირებში."

კონტექსტი

შეერთებულმა შტატებმა 12 მარტს განაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, რომელიც 2024 წელს პირველია, რადგან ამერიკის კონგრესში უკრაინის დახმარების და სამხრეთ საზღვრის დაცვის კანონპროექტზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის რაკეტები, სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვები, საზენიტო რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, სხვა საბრძოლო მასალა და ტექნიკური აღჭურვილობა.

მსგავსი სიახლეები