სამხრეთ აფრიკა კრემლს თხოვს პუტინმა თავი შეიკავოს BRICS-ის სამიტზე ჩასვლისგან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა თხოვნით მიმართავს კრემლს ვლადიმირ პუტინმა თავი შეიკავოს BRICS-ს სამიტზე ჩასვლისგან. 

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Sunday Times იტყობინება. 

"ჩვენ არ გგვაქვს სხვა ვარიანტი არ დავაპატიმროთ პუტინი. თუ კი ის აქ ჩამოვა ჩვენ მოგვიწევს მისი დაპატიმრება",- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

Sunday Times-ის ცნობით, გასულ კვირას პრეზიდენტ სირილ რამაფოსას დავალებით შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს სხვადასხვა მოქმედების სცენარი პუტინის ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში. 

კონტექსტი 

25 აპრილს რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის, ნაციონალური კონგრესის ლიდერმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყანა რომის სტატუტიდან გასვლას აპირებდა, თუმცა მეორე დღესვე მისმა კანცელარიამ ეს ცნობა უარყო.

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა - 2016 წელს მმართველი პარტიის იმავე ინიციატივა უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა. 

მიმდინარე წელს სამხრეთ-აფრიკაში  BRICS-ის სამიტი უნდა ჩატარდეს, რომელსაც შესაძლოა ვლადიმირ პუტინი პირადად დაესწროს. აქედან გამომდინარე რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ვლადიმირ პუტინი ადგილზე დააპატიმრონ და სასამართლოს გადასცენ. 

საყურადღებოა, რომ რომის სტატუტიდან გასვლის პროცესი სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2016 წელს წამოიწყო. მაშინ გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა. 

ამ დროიდან მოყოლებული პარლამენტში მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი, რომელიც რომის სტატუტიდან გასვლას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროცესი პარლამენტმა გასულ კვირას იმ მოსაზრებიდან გამომდინარე შეაჩერეა, რომ უმჯობესი იქნება ხელმომწერთა სიაში დარჩენა და ცვლილებებისთვის შიგნიდან ბრძოლა. 

თავის მხრივ კრემლში ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა სამიტზე მიწვევა სირილ რამაფოსასგან ჯერ კიდევ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიიღო. დმიტრი პესკოვის თქმით, სამხრეთ აფრიკაში ვლადიმირ პუტინის გამგზავრების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. 

მსგავსი სიახლეები