სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდი დაფიქსირდა

 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა.

შაბათს ქვეყანაში 5352 ადამიანი დაინფიცირდა და 70 დაიღუპა.

ამ კვირაში უკვე მესამედ, კორეაში Covid 19-ით ინფიცირების 5000-ზე მეტი შემთხვევაა.

დელტა შტამთან ერთად ქვეყანაში ახალი, ომიკრონ შტამით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევაც გამოვლინდა.

ხელისუფლება ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად რეგულაციებს აწესებს. სეულსა და მის შემოგარენში შვიდზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

ასევე, სამხრეთ კორეამ აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან ფრენები შეაჩერა.

ამჟამად, ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად საშიში და გადამდებია ვირუსის ომიკრონ ვარიანტი.

სამხრეთ კორეის მოსახლეობის 79.6% სრულად არის აცრილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები