სამხრეთ კორეა ამერიკისგან ჯონსონ&ჯონსონის 1 მილიონ ვაქცინას მიიღებს

სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა კიმ ბუ-კიუმ განაცხადა, რომ ქვეყანა Johnson & Johnson-ის (J&J) ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს, მათ შორის 550,000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მაისის დასაწყისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაესთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ 550,000 კორეელი ჯარისკაცის აცრას ამერიკა უზრუნველყოფდა. 

კვირის დასაწყისში, ამერიკამ ვაქცინის დოზების რაოდენობა გააორმაგა. კორეის პრეზიდენტმა სტრატეგიულ პარტნიორს ბილატერალური ალიანსის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა უკვე ათმა მილიონმა ამერიკელმა გაიკეთა.

სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Johnson & Johnson-ის ვაქცინას საბოლოო თანხმობა მისცა.

სამხრეთ კორეაში მცხოვრები 52 მილიონი ადამიანიდან მინიმუმ 1 დოზით 5.4 მილიონი აიცრა.

შაბათს ქვეყანაში ინფიცირების 480 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 139,910 ადამიანი დაინფიცირდა და 1,957 გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები