სანდერსი; იერიშის შეფასება ადრეა, მაგრამ მაფორმირებელი შეტევები შთამბეჭდავია

გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო ძალების მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეფასება ნაადრევია, თუმცა დასაწყისი შთამბეჭდავია. 

ამის შესახებ გენერალმა პატრიკ სანდერსმა ლონდონში ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

"უკრაინის კონტრიერიშის წარმატების შეფასება ნაადრევია, მაგრამ ის რასაც ხშირად მაფორმირებელ ოპერაციებს უწოდებენ (მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზის გარღვევისთვის მოსამზადებელი შეტევები) შთამბეჭდავია",- განაცხადა ბრიტანელმა გენერალმა. 

პატრიკ სანდერსის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ იცის რომელი უკრაინული დანაყოფები იწვრთნებოდნენ ბრიტანეთში. გენერალი ამბობს, რომ განცდილი მარცხებისა და დიდი პრობლემების მიუხედავად რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს და საჭიროა თავდაცვის ხარჯების გაზრდა და არმიის გადაიარაღება. 

პატრიკ სანდერსმა კომენტარი გააკეთა ევგენი პრიგოჟინის ამბოხზეც - "ამ მოვლენების მიუხედავად, რუსეთის არმია კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს, მოსკოვის ჩამოწერა არ ღირს, დაყოფილი რუსეთისგანაც კი საფრთხეები კვლავ არსებობს."

 

მსგავსი სიახლეები