სეული უკრაინაში მზვერავების გაგზავნისა და იარაღის გადაცემის საკითხს განიხილავს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო მზევარების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Yonhap ავრცელებს. გარდა ამისა, სეული განიხილავს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის საკითხსაც. 

"არსებობს ალბათობა, რომ უკრაინაში გაგზავნიან სამხედრო პერსონალს, რომელიც რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჩრდილო-კორეული სპეცრაზმის ტაქტიკასა და საბრძოლო პოტენციალს დააკვირდება"- ამბობს გამოცემის წყარო. 

მისი თქმით, განიხილება სამხედრო მზვერავების გაგზავნა, რომლებიც შეისწავლიან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების ტაქტიკის ანალიზს და უკრაინელებს ტყვედ ჩავარდნილები კორეელების დაკითხვაში დაეხმარებიან. 

ამავე წყაროს ცნობით, სეული განიხილავს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობასაც, რისგანაც ქვეყანა ამ დრომდე თავს იკავებდა. "ჩვენ დავაკვირდებით რუსეთისა და ჩრდილო კორეის სამხედრო თანამშრომლობას და ზომებს ეტაპობრივად მივიღებთ",- ამბობს წყარო. 

 

მისივე თქმით, თავდაპირველად პრიორიტეტული თავდაცვითი შეიარაღების გადაცემა იქნება. 

კონტექსტი 

ბოლო დრომდე სამხრეთ კორეა უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემაზე და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლებოდა. 

ამავდროულად სამხრეთ კორეა ირიბად დათანხმდა მის მიერ წარმოებული შეიარაღების რეექსპორტს უკრაინაში, მათ შორის KRAB-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების. 

კიდევ ერთ მაგალითს ცოტა ხნის წინ აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კორეამ აშშ-ს 155 მილიმეტრი კალიბრის 500 ათასს ჭურვსს გადასცემს. ეს უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში ვაშინგტონს მეტ მოქნილობას მისცემს. 

გარდა ამისა ცნობილია, რომ 2022 წლის მიწურულს აშშ-მ კორეელი პარტნიორებისგან 100 ათასი იმავე კალიბრის ჭურვი შეისყიდა. 

მსგავსი სიახლეები