დრო შეიცვალა - ფაშიანის თქმით, რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფთხოებას

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო სომხეთის რეგიონში რუსეთის შემდეგ რუსეთი ვეღარ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოების გარანტიებს. 

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა",- ამბობს ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პრემიერის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ცდილობს არ დაშორდეს აზერბაიჯანს და მის მთავარ პარტნიორ თურქეთს, რომელთა სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის ბოლო თვეებში გაიზარდა. 

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი გზის ბლოკირება აჩვენებს, რომ რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს - "ეს რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ხდება. რადგანაც ეს პრობლემები წარმოიქმნა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსმა სამშვიდობოებმა საკუთარი მისია ჩააგდეს."

სომხეთის პრემიერმა განმარტავს, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რუსი სამშვიდობოების არყოფნის შემთხვევაში რეგიონში უკეთესი ვითარება იქნებოდა. 

ნიკოლ ფაშიანინის თქმით, შექმნილ ვითარებაში სომხეთის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე - "ჩვენ სუვერენული სახელმწიფო უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ან ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეტაკების ცენტრში. დაუშვებელია სომხეთი გახდეს პროქსი სახელმწიფო."

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მოახდენს რომის სტატუტის რატიფიცირებას, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, რადგანაც პროცესი მანამდე დაიწყო და სხვა ვალდებულებებს უკავშირდება. რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები არიან, დაემორჩილონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას და დააკავონ სასამართლოს მიერ ბრალდებული პირები. 

მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი და გადასცეს სასამართლოს. 

Politico-ს შეფასებით, მიმდინარე მოვლენები რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებში შესაძლოა გარდამტეხი წერტილი გახდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ერევანში სტრატეგიული მოკავშირეთი იმედგაცრუება მზარდია. 

კონტექსტი 

გასულ კვირებში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. ეს თავის მხრივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების მორიგ ეტაპს დაემთხვა. 

უკვე თითქმის 9 თვეა აზერბაიჯანის ბლოკირებული აქვს ლაჩინის კორიდორი - სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. სტეფანაკერტში პირველადი მოხმარებისა და მედიკამენტების დეფიციტია. 

5 სექტემბერს სომხეთმა პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ სომხეთმა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებს უმასპინძლა. ამას მოჰყვა სომხეთის პირველი ლედის ვიზიტი კიევში გამართულ "პირველი ლედებისა და პირველი ჯენტლმენების" კონფერენციაზე.

სომხეთის ნაბიჯებზე მკაცრი რეაგირება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისგან, თუმცა ვლადივასტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, 12 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2 ქვეყნის ურთიერთობებაში ცვლილებებს ვერ ხედავს. 

 

მსგავსი სიახლეები