შინ ფეინი: ირლანდიის გაერთიანებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ

 

ირლანდიის რესპუბლიკური პარტია შინ ფეინის ერთ-ერთი ლიდერი, მიშელ ო’ნილი აცხადებს, რომ ირლანდიის გაერთიანება ძალიან ახლო მომავალშია შესაძლებელი.

შინ ფეინის დობილი პარტია ჩრდილო ირლანდიაში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს და სავარაუდოდ მაისში ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს.

მიშელ ო’ნილი, რომელიც, შესაძლოა, მალე ჩრდილო ირლანდიის პირველი მინისტრი გახდეს, დუბლინის მთავრობას მოუწოდებს, კუნძულის გაერთიანებისთვის სამზადისი დაიწყონ.

დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობის 62 პროცენტი გაერთიანების პერსპექტივას ემხრობა, თუმცა „შორეულ მომავალში“. პარალელურად, იზრდება ჩრდილო ირლანდიელების რაოდენობა, ვინც რესპუბლიკასთან შეერთებას უჭერს მხარს.

 


ირლანდიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1922 წელს მოიპოვა, თუმცა ლონდონმა ჩრდილო ირლანდიის ექვს პროვინციაზე, რომლებიც უმეტესად პროტესტანტებით იყო დასახლებული, კონტროლი შეინარჩუნა.

1998 წელს დადებული „წითელი პარასკევის“ შეთანხმებით, რომელმაც ჩრდილო ირლანდიაში სისხლიანი სამოქალაქო კონფლიქტი დაასრულა, ბელფასტის დიდი ბრიტანეთისგან სეცესიის მექანიზმს ითვალისწინებს - თუ ჩრდილო ირლანდიელების უმრავლესობა რეფერენდუმში მხარს გამოყოფას დაუჭერს.

ჩრდილო ირლანდიაში ბოლო დროს სიტუაცია ე. წ. „პროტოკოლის“ გამო დაიძაბა.

„პროტოკოლი“ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ჩრდილო ირლანდიის ტერიტორიის მეზობელ ირლანდიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობას არეგულირებს. ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

მსგავსი სიახლეები