შმიგალი: ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ჩაურიცხა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების ტრანშის პირველი ნახევარი - 500 მილიონი ევროს მიიღო, მეორე ნაწილი ხვალ ჩაირიცხება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 1 აგვისტოს განაცხადა.

"ევროკავშირმა უკრაინას განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარება, 1 მილიარდი ევრო ჩაურიცხა. პირველი ტრანში, 500 მილიონი ევრო უკვე უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზეა. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე ტრანში ხვალ ჩაირიცხება", - წერს შმიგალი.

მისი თქმით, 1 მილიარდი ევრო ომის ფინანსური შედეგების დაძლევაში უკრაინის მხარდაჭერის დიდი პაკეტის ნაწილია. მთლიანობაში, უკრაინამ ევროკავშირისგან 9 მილიარდი ევროს დახმარება უნდა მიიღოს.

თანხა პრიორიტეტული საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები