შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის შეიარაღების პრობლემების გამო ჩავიდა - თეთრი სახლი
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეას შეიარაღების დეფიციტის გამო ეწვია.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ეს საიდუმლო არ არის... პუტინი სხვა ქვეყნებში დახმარებას და მხარდაჭერას ეძებს უკრაინაში ომის საწარმოებლად. და ეს, როგორც ვიცით, მოიცავს გარკვეულ კონტაქტს (ჩრდილოეთ კორეასთან)." - აღნიშნა მან.
კირბიმ გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში და აწვდის იარაღს, მათ შორის, რაკეტებსა და ჭურვებს.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, შოიგუს ვიზიტი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში.