სირსკი: კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შევქმენით

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტის კურსკის ოლქში სამხედრო კომენდატურის შექმნის შესახებ მოახსენა. 

"კურსკის ოლქში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძალების გამოვლენა და განადგურება, ქალაქ სუჯასა და კიდევ 3 დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგისა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად შექმნილია სამხედრო კომენდატურა, ხელმძღვანელად დანიშნულია გენერალ-მაიორი, ედუარდ მოსკალიოვი",- ნათქვამია სირსკის განცხადებაში. 

კონტექსტი 

უკრაინელი პრეზიდენტის საომარი კაბინეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 1097 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა, საუბარია 84 დასახლებულ პუნქტზე. 

კურსკში საომარი მოქმედებების ზონის ზრდის პარალელურად რუსეთმა გამოაცხადა სავალდებულო ევაკუაცია სუჯის მახლობელ, გლუშკოვოს რაიონში. 

პარალელურად უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა კურსკიდან ე.წ. უსაფრთხოების კორიდორების ორგანიზების შესახებ გამოაცხადა. ვერეშუკის თქმით, უსაფრთხოების კორიდორები იმოქმედებს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით, საომარი მოქმედებების ზონაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 

მსგავსი სიახლეები