ისრაელი ოპერაციის გაფართოების შესახებ აცხადებს - ღაზა ინტენსიურად იბომბება

ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას აფართოებენ.

ამის შესახებ ცახალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ამასთანავე ჰაგარის არ დაუკონკრეტებია ნიშნავს თუ არა ოპერაციის გაფართოება სახმელეთო იერიშის დაწყებას. ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელში მობილიზაცია გამოცხადდა, თუმცა სახმელეთო ოპერაცია სხვადადხვა ფაქტორებია გამო გადაიდო.

უცნობია მოჰყვება თუ არა ჰაგარიდ განცხახებას ისრაელის სახმელეთო დანაყოფების შეჭრა ღაზის სექტორში, თუმცა სექტორი უპრეცედენტოდ მასირებული დაბომბვის ქვეშაა. საავიაციო დარტყმების ინტენსივობის მატება დანიელ ჰაგარიმაც დაადასტურა.

ცახალის წარმომადგენლის ცნობით, ისრაელის მიზანი ჰამასის მიწისქვეშა სამხედრო ინფრასტრუქტურაა. “ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქ ღაზის და მისი შემოგარენის დაბომბვას”,- განაცხადა ჰაგარიმ.

გარდა ამისა, ჰაგარიმ ქალაქის მოსახლეობას სექტორის სამხრეთში ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჰამასის ცნობით, ბოლკ საათებში ქალაქში გათიშულია ინტერნეტი და მობილური კავშირი. კონტექსტი 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა.

ბიბი ნეთანიაჰუმ იმავე დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელის ძირითადი კანონის 40-ე მუხლი ამოქმედდა, რაც საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითვალისწინებს.

ისრაელს ამ დრომდე არ დაუწყია სახმელეთო ოპერაცია, თუმცა საჰაერო დარტყმები პრაქტიკულად პაუზის გარეშე გრძელდება. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ 6700-ს გადააჭარბა.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა დაუწესა - შეწყდა წყლის, დენის და საწვავის მიწოდება. ისრაელი თითქმის 2 კვირის განმავლობაში ბლოკავდა ჰუმანიტარულ ტვირთების შესვლას ეგვიტპის მხრიდანაც. ეგვიპტიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას ისრაელი ჯო ბაიდენისა და ბიბი ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ დათანხმდა.  21 ოქტომბერს ღაზაში მედიკამენტებით და საკვებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა.

ამ დროიდან მოყოლებული ყოველდღიურად ღაზაში რამდენიმე სატვირთო შედის, თუმცა გაეროს მონაცემებით ეს საჭირო ჰუმანიტარული ტვირთის მხოლოდ მცირე ნაწილია. გაეროს ცნობით ღაზის 2 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს ყოველდღიურად 100 ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთი ჭირდება. 

მსგავსი სიახლეები