სტოლტენბერგი: ნატო ევროპაში სამხედრო კონტიგენტს შვიდჯერ ზრდის
ნატო სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას ამჟამინდელი 40 000-დან 300 000-ზე მეტ სამხედრომდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ჩვენ გარდაქვმნით ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს და გავზრდით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-ზე მეტ ადამიანამდე", - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბლოკი აპირებს სწრაფად უპასუხოს ახალ კრიზისებს, მათ შორის იარაღის განათავსოს სხვა ქვეყნებში.
მან განმარტა, რომ გაზრდილი კონტინგენტი ევროპაში ალიანსის წევრი ქვეყნების საჭიროებების პროპორციულად განლაგდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სამხედროების რაოდენობა გაიზრდება ნატოს იმ ქვყენებში, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან რუსეთთან.