სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს

უკრაინაში ომის ფონზე ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა განცხადება ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე იმსჯელეს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს თავდაცვის უწყებას სიტუაციის შეფასების, უსაფრთხო კომუნიკაციების და კიბერ-სფეროში დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები