სტოლტენბერგი: ნატოს 20-ზე მეტი წევრი ხარჯავს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების რეკორდული რაოდენობა ასრულებს თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.
ამის შესახებ მან 17 ივნისს ვაშინგტონში, ვილსონის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებზე საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "ევროპის სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს რეკორდულ დონემდე ზრდიან."
მან გაიხსენა, რომ 2014 წელს ალიანსის მხოლოდ სამმა წევრმა - აშშ-მა, საბერძნეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - მშპ-ს 2%-ზე მეტი დახარჯეს.
"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს მშპ-ს მინიმუმ 2%-ს თავდაცვაზე, ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან, ნატოს ექვსჯერ მეტი წევრი ხარჯავს მშპ-ს 2%-ზე მეტს თავდაცვაზე.
ესტონეთი თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2.5%-მდე ზრდას გეგმავს და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საჯაროდ განაცხადა, რომ ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე ზრდას მიაღწიოს.