სტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას ზრდიან
12 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ორივემ Twitter-ზე დაწერა.
"ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ მხარდაჭერას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდას. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს", - წერს ის.
რეზნიკოვმა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, უკრაინამ დიდი გზა გაიარა და ნატოში "დე ფაქტო" შევიდა.
"უკრაინას უკვე შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება და წარმატებული რეფორმები ახალ ჰორიზონტს გაუხსნის უკრაინას", - დასძინა მინისტრმა.