სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, წერს Spiegel 12 თებერვალს.
"ის არ გეგმავს მანდატის შემდგომ გაგრძელებას", - თქვა მან.
სტოლტენბერგს მანდატი სამჯერ გაუგრძელდა და ის ნატოს გენერალური მდივნის პოზიციას უკვე თითქმის ცხრა წელია იკავებს.
ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა შეიძლება კვლავ გაგრძელდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. Politico წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელების დიდი ალბათობა არსებობს.
გაზეთი Welt am Sonntag, ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ 30 ქვეყანას შორის არაფორმალური შეთანხმება შედგა მისი მანდატის 2024 წლის აპრილამდე გაგრძელებაზე.