სუროვიკინი: ხერსონის მომარაგება შეუძლებელია, დნეპრის მარცხენა მხარეს გადავდივარ
რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა, ხერსონიდან რუსული ნაწილების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სერგეი სუროვიკინის თქმით, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკებული დაჯგუფების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელია.
სუროვიკინს დაეთანხმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, და ქალაქ ხერსონიდან, რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის ბრძანება მისცა.
"სერგეი ვლადიმეროვიჩ ვეთანხმები თქვენს დასკვნებს და წინადადებებს. რუსი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. მხედველობაში უნდა მივიღოთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არსებული საფრთხეც. გთხოვთ დარწმუნდით, რომ ყველა მსურველმა მშვიდობიანი მოქალაქეებიდან ქალაქიდან გასვლა შეძლო. დაიწყეთ ჯარების გაყვანა და მიიღეთ ყველა ზომა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უსაფრთხოდ გადასროლისთვის დნეპრის მეორე მხარეს",- თქვა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარების გაყვანა ქალაქიდან უახლოეს მომავალში დაიწყება.
მასალა განახლებადია.