თეთრი სახლი ბაიდენის და დედოფალი ელისაბედის შეხვედრას გეგმავს

თეთრი სახლი ივნისში პრეზიდენტ ბაიდენის და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის შეხვედრას გეგმავს.

თეთრი სახლის და ბუკინგემის სასახლის გეგმით ისინი ბრიტანეთში შეხვდებიან, შემდეგ კი ბადიდენი ბრიუსელში, ნატოს სამიტზე გაემგზავრება. ეს გაპრეზიდენტების შემდეგ ჯო ბაიდენის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

_______________________________

ტახტზე ყოფნის 69 წლის განმავლობაში, დედოფალი ელისაბედი 13-ჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტებს. პირველად ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეხვდა 1951 წელს, თეთრ სახლში მისი ბოლო ვიზიტი კი 2007 წელს შედგა.

 

 

მსგავსი სიახლეები