ტაივანის საგარეო უწყება: ჩინეთი სავარაუდოდ ომის დასაწყებად ემზადება

თვითმმართველი კუნძულის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი სავარაუდოდ ომის დასაწყებად ემზადება. 

ამის შესახებ ჯოზეფ უმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"დააკვირდით მათ მიერ ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს, ასევე მათ რიტორიკას. როგორც ჩანს ისინი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება",- განაცხადა უმ. 

უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთისგან მომავალ საფრთხეს სერიოზულად განიხილავენ და გმობენ. ჯოზეფ უს თქმით ტაივანისთვის აუცილებელია მოემზადოს ესკლაციის სცენარისთვის და "არ აქვს მნიშვნელობა ეს 2027 წელს მოხდება, თუ უფრო გვიან."

კონტექსტი 

გასულ კვირას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ამერიკაში 10-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მათ შორის კონგრესის სპიკერს კევინ მაკკარტის შეხვდა. 

ცაის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ კუნძულის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 70 სამხედრო ხომალდი და ავიაცია მონაწილეობდა. 

წვრთნების ფარგლებში ჩინეთის არმიამ პირველად მოახდინა ტაივანზე მოიერიშე ავიაციის დარტყმების სიმულირება მოახდინა. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

ტაივანთან მიმართებით აშშ წლების განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკას ინარჩუნებდა - მიდგომის ფარგლებში აშშ არ ამჟღავნებდა ჩაერეოდა თუ არა სამხედრო გზით კონფლიქტში ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. 

ამ პოლიტიკის ცვლილებად იქნა აღქმული პრეზიდენტ ბაიდენის წლევანდელი განცხადებები - 2022 წელს ჯო ბაიდენმა ოთხჯერ განაცხადა, რომ კუნძულის დასაცავად აშშ ძალას გამოიყენებდა.

მსგავსი სიახლეები