ტაივანში ხანძარს 46 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ტაივანში ძველ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების უმრავლესობა ხანში შესული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო.
13 სართულიან შენობაში ხანძარი ღამის 3 საათზე, საპორტო ქალაქ კაიჰსიუნგში გაჩნდა. ბევრი ადამიანის დაღუპვა კვამლით დახრჩობამ გამოიწვია.
46 გარდაცვლილთან ერთად დაშავებულია 41 ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ შენობის ზედა სართულები არ დაზიანებულა, იქ მცხოვრები ადამიანები კვამლმა დაახრჩო.