ტალინმა უკრაინას სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცა
ესტონეთის დედაქალაქის ტალინის მერიამ განაცხადა, რომ ქალაქის საკუთრებაში არსებული ორი სასწრაფო დახმარების მანქანა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში გასაგზავნად, კიდევ ორი მანქანა კი პირდაპირ ქალაქ ლვოვს გადაეცემა.
ტალინის მერის მოადგილემ ბეტინა ბეშკინამ განაცხადა, რომ ესტონეთის დედაქალაქი უკრაინელებს ამ რთულ დროს ეხმარება და გააგრძელებს მათთვის ჰუმანიტარული დახმარეის გაგზავნას.
ესტონეთის დედაქალაქი ლვოვთან დამეგობრებული ქალაქია, ამიტომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურდა რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანის სწორედ ამ ქალაქში გაგზავნა.
ტალინის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა, რომ სარეზერვო ფონდიდან 44 000 ევრო გადაურიცხოს უკრაინის ჟიტომირის ოლქის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს.